"სააკაშვილი ღვაწლმოსილ ნაცებს გაურკვევლობაში ამყოფებს", - ამის შესახებ განცხადება "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ტვ "პირველის" გადაცემაში "საჯარო პოლიტიკა" განაცხადა და განმარტა, რომ "ნაციონალური მოძრობიდან" წამოსულმა დაბნეულმა ადამიანებმა პარტია სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ჩამოაყალიბეს.
მისივე ვარაუდით, მელიასა და გვარამიას პოლიტიკური გაერთიანება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში სასურველ მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან ახალი პოლიტიკური ძალა კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობაა".
"ჩემი აზრით, ეს ამბავი, რაც აქ ხდება, რომ ეს ხალხი ცალკე გადის, მიხეილ სააკაშვილის ბრალიც არის, რადგან ის ამყოფებს გაურკვევლობაში ღვაწლმოსილ ნაცებს, რომლებმაც არ იციან, რა ქნან და აფუძნებენ პარტიებს. ეს არასერიოზულ განცდას ტოვებს. მიმართულება სწორია, კლონები ხართ და შეხედეთ სიტუაციასო, ამაშიც სწორია სააკაშვილი, მაგრამ არ არის ნაცების მხრიდან წინადადება საჯარო. მე როგორც ვაკვირდები, კარი ნაცებს აქვთ მოხურული და არავის არ უშვებენ შიგნით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური გაერთიანება 11 მარტს ოფიციალურად გაფორმდა.