საქართველო-უკრაინა-მოლდოვა - 3 ანგარიში, 3 ქვეყანა, თუმცა განსხვავებული მიდგომები, რატომ ამოიღო ევროპის საბჭომ, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ანგარიშებიდან კორუფციისა და ადამიანის უფლებების საკითხი მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს შემთხვევაში, მიმოხილული ექვსივე თავიდან, ამ ორი კონკრეტული მიმართულებით შეფასების დოკუმენტში ვრცელი ანალიზია და მოთხოვნა? - განაგრძელოს საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ღიად გაწერილი მუშაობა, თუმცა დოკუმენტში არავინ არაფერს ამბობს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ, სადაც კორუფციული სქემები, ერთმანეთის მიყოლებით იშიფრება.

რატომ არის გამოტოვებული კორუფციისა და ადამიანის უფლებების შესახებ თავი ორი კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში? - "კურიერმა" ამ კითხვით ევროკავშირის საელჩოს მიმმართა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტის მორიგი გამოვლინება.

"უკრაინა ნომერ პირველ კორუმპირებულ ქვეყნად არის დასახელებული, მოლდოვა მესამე ქვეყნად. როგორც ჩანს, ვეღარ შეძლეს ამ ყველაფრის დამალვა ევროსაბჭოს ანგარიშში და ადგნენ საერთოდ ამოიღეს უკრაინისა და მოლდოვის შეფასება. რატომ? - იმიტომ, რომ, აქ ვეღარ დამალავდნენ იმას, რომ საქართველო არა მარტო წინ არის უკრაინა-მოლდოვაზე, არამედ დაწინაურებულია ძალიან ბევრ ევროკავშირის ქვეყანასთან მიმართებაში. წარმოიდგინეთ, სითავხედის ხარისხი ევრობიუროკრატიაში რომ არც კი შეაფასეს ევროსაბჭოს ანგარიში, მოლდოვაზე და უკრაინაზე არ ისაუბრეს. სწორედ იმიტომ, რომ ცუდია ცრუია კალასს ეთქვა რაღაცეები საქართველოზე და არავის ეთქვა, რომ შენივე ევროსაბჭოს ანგარიში არის მოცემულობა, რომ უკრაინა და მოლდოვა უკან არის საქართველოზეო," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.