ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ოპოზიციას პრაქტიკულად წაგებული აქვს არჩევნები და ამას თვითონაც აღიარებენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მაგალითად, უკვე აქედანვე იწყებენ დისკრედიტაციას, მცდელობას ყოველ შემთხვევაში, ცესკოსი, არჩევნების შედეგების - ოთხი თვით ადრე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდება, 27 ოქტომბრისთვის მოვემზადოთ და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ქმედება ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის.
„ეს ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის, იმიტომ, რომ არ იცის არაფერი. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ეს დისკრედიტაციის მცდელობები და ბუნებრივია, რომ ქართული საზოგადოება ამას კარგად ხედავს და ეს ყველაფერი უკეთ გამოჩნდება 26 ოქტომბერს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.