სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ წაგებული აქვს თამაში. მიხვდა, რომ ვეღარაფერს ეტყოდა საზოგადოებას, იმ რადიკალურ საზოგადოებას, ვისაც აქამდე ამხნევებდა, რომ ამ კანონის მიღების შემდგომ ქვეყანაში მეორედ მოსვლა იქნებოდა. გადახედ-გადმოხედა და ნახა, რომ არ არის არც მეორედ მოსვლა, ხალხი ჩვეულებრივ განაგრძობს ცხოვრებას და გადაწყვიტა, მოდით, ახლა ქალაქობანა ვითამაშოთო, დაწერეთ განცხადებები, ხელი მოაწერეთ და შემდეგ ჩემთან მოიტანეთო.- ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„იმის შემდეგ დახაზავს, აწონ-დაწონის, დაითვლის. მერე მოატყუა ხალხს, რომ რაღაც რეფერენდუმს ჩაატარებს, თან იმ საკითხზე, რომელიც უკვე კონსტიტუციაში არის გადაწყვეტილი. ხალხმა რვაჯერ აირჩია ეს ხელისუფლება, რომელმაც მიიღო კონსტიტუცია, რომელსაც, სხვათა შორის, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ჩავწერეთ იქ, რომ ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საკონსტიტუციო საკითხი. კონსტიტუციაში რაც არის განსაზღვრული, ამ საკითხზე უნდა, რომ ჩაატაროს რეფერენდუმი, იმ დონეზეც ვერ ერკვევა კონსტიტუციაში. ალბათ იმიტომაც არღვევს, არც იცის, იქ რა წერია ან რა უნდა შეასრულოს. ერთი მხრივ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა სალომე ზურაბიშვილის, რომელიც უკვე რეალურად რეზიდენტის ფუნქციას ასრულებს. პრეზიდენტის ფუნქციას, დიდი ხანია, აღარ ასრულებს. ამიტომ ეს არის მორიგი ერთგვარი „ხრიკი“ იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც არ უნდა, გაუმხილოს, რომ რეალურად წაგებულია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ედგა სათავეში ზურაბიშვილი.

არ ვარ მომხრე, სერიოზული კომენტარი გავაკეთო ზურაბიშვილის არასერიოზულ განცხადებებზე. ჯერ ერთი, რეფერენდუმი რომ ტარდება, პრეზიდენტი ამის ინიციატორი ვერ იქნება; მეორე – იმ საკითხზე, უნდა, ჩაატაროს, რომელიც გადაწყვეტილია უკვე კონსტიტუციით. მათ შორის, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა ჯერ აღსადგენია ქვეყანაში, ამ პირობებში არ არის მარტივად ჩასატარებელი საკითხი. შეეხო ძალიან რთულ პროცედურას. როგორც ჩანს, არ იცის და ვერ ერკვევა კონსტიტუციურ განაწესში. მისი წამოსროლილი – დაწერეთ განცხადება და მომიტანეთ, დავითვლი, ჩავატაროთ რეფერენდუმი – მგონი, რაღაც ალტერნატიულ სახელმწიფოს ქმნის, სათამაშო სახელმწიფოს და ასე შეუძლია გააგრძელოს. ნოემბრის შემდეგაც შეუძლია იყოს პრეზიდენტი, რამდენიმე ჰექტარს გამოვუყოფთ და დავაწერთ იქ – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დაჯდეს და გააგრძელოს ცხოვრება. ასეთი არასერიოზული განცხადებებისგან შედგება მისი ცხოვრება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა - მოვაწერ ხელს რეფერენდუმს - გვინდა ევროპული მომავალი, თუ  რუსული მონობა