„არ გამოგივათ ეს, მეგობრებო. ჯობია მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციებით დაემუქროთ - ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის", - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებებით ამერიკა საქართველო ომს უცხადებს.\
მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან მეგობრული მიდგომის შემთხვევაში საქართველო მეგობრობისთვის მზად არის.
“თუ შენ მეგობარი ხარ და მეუბნები, რომ რუსეთთან დეოკუპაციის პროცესში უნდა დამეხმარო, მაგრამ თან აქ ოჯახებით შეურაცხყოფას მაყენებ, უნდა დამასანქცირო, გამყინო, ამომაგდო აქედან, მაგინო და რელიგია და ოჯახი შეურაცხყო, რა გამოდის?! რუსები გვებრძვიან იარაღით და ტანკებით, ამერიკიდან ბრძოლას სანქციებით გვიწყობენ, თანაც ოჯახების და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფით?! - ერთი რამ აკლია მხოლოდ, მოუშვირონ ტანკი საქართველოს და უთხრან, რომ ეს კანონი არ მიიღოთ.
ამ შემთხვევაში არ გამოგივათ ეს, მეგობრებო. ჯობია მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციებით დაემუქროთ - ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.
შეგახსენებთ, საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია
2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.