„ქართული ოცნება“ ქვეყანას გამოქვაბულში ექაჩება, არგუმენტები არაფერზე არ აქვთ და ქვებს ისვრიან - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ არგუმენტი უკვე დარჩა ქვა, ბელტი, ლოდი, ტალახი, ჯოხი - ამის იქით ვეღარ მიდიან. მათ არგუმენტები არაფერზე არ აქვთ და ისვრიან ქვას, გამოქვაბულში ექაჩებიან ამ ქვეყანას და გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანები, ისტორიულად ცნობილია, რომ უმეტეს წილად იყენებდნენ ქვას. ცხოვრობენ გამოქვაბულში და პერიოდულად ქვებს ისვრიან, იმიტომ რომ არგუმენტი არ აქვთ. არიან ძალიან პრეტენზიულები, ვითომ იცავენ ეკლესიას. ეკლესიას ასე არ იცავენ, ეკლესიას იცავენ პირადი მაგალითით და თვთშეწირვით, წმინდანები მოძალადეები არ ყოფილან“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.