როგორც ფეხბურთში ერთადერთი საუკეთესო კვარაცხელია გვყავს, ასევეა ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„უახლოეს თვეებში ჩვენ დაგვიდგება რეალობა, როდესაც ომის შემდგომი უსაფრთხოების სისტემების ამუშავებას დაიწყებს დასავლეთი, მათ შორის უკრაინელებიც, საქართველო აუცილებლად მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი სერიოზული და მთავარი შემადგენელი კომპონენტი, ამ საერთო უსაფრთხოების. ვისით აპირებთ იგივე უკრაინელებთან დალაპარაკებას ძვირფასო თანამემამულენო, ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი, ეს პერსონა, იმიტომ რომ ნებისმიერი საქმის, პრობლემის მოგვარებას სახელი და გვარი აქვს. დღევანდელი ქართული სპექტრი ავიღოთ, ვინ ჩავა კიევში, ვინ დაელაპარაკება ზელენსკის, ვინ არის აღმოსავლეთ ევროპაში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ვის მიმართ ინანიებს დღევანდელი ევროპული და დასავლური პოლიტიკური სპექტრი და ბოდიშს იხდიან მაშინდელი თანამდებობის პირები, ვინ ამბობს, რომ მივქარეთ, ვერ მივხვდით, არ დავუჯერეთ სააკაშვილს. ვინ არის მომგვარებელი ამ საკითხის, თუ არადა აგერ არიან ჩემი ძვირფასი კოლეგები, მათ შორის მეც. არავითარ შემთხვევაში თავი სხვაზე მაღლა არ მაქვს დაყენებული, ჩემი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ერთადერთი კაცი დღეს მსოფლიოს უმაღლეს პოლიტიკურ ლიგაში არის ... ფეხბურთში ხომ გვყავს მარტო კვარაცხელია, გასაგებად რომ ვთქვა ვიღაცებისთვის, არიან ნიჭიერი ფეხბურთელში, მაგრამ ესა გვყავს ერთადერთი საუკეთესო, ასევე ქართულ პოლიტიკაში, ძვირფასო ქართველებო, დღეს, დღევანდელი მოცემულობით არის მიხეილ სააკაშვილი. სხვათა შორის გავრცელებული ტრენდი - ახლები გვინდა, არ მართლდება, ომიანობის დროს ისევ ძველ პოლიტიკოსებს ეყრდნობიან“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.