"ანაკლიის პორტის ბედი გადაწყდა, როცა ივანიშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძის დაპატიმრებაზე გასცა ბრძანება, ყველა მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა, ქუმსიშვილის მერე ვინც იყო, ქობულია, თურნავა, თქვენ - დავითაშვილი, ყველანი ქვეტექსტებით ამბობდით, რომ ანაკლია არ არის პერსპექტიული პროექტი," - ეს განცხადება "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა.
"ფაქტობრივად, ცივილიზებულმა ევროპამ, აშშ-მა, დასავლეთმა, მათ შორის იაპონიამ ზურგი აქცია ანაკლიის პროექტს. ანაკლიის პროექტი, ფაქტობრივად, ჩინეთს ჩაუგდეთ ხელში.
შვეიცარული კომპანია შეიძლება ჩინური მარტო რომ არ ყოფილიყო, ტენდერის ობიექტურად ჩატარებისთვის ბუტაფორიულად შემოიყვანეთ.
ფაქტია, რომ ანაკლიამ დაკარგა მისი მთავარი მნიშვნელობა, ყოფილიყო რეგიონში დასავლური, ეკონომიკური და თუნდაც სამხედრო ბლოკ-პორტი, ანაკლია არის ისეთი პორტი, სადაც შეიძლება სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება და მათ შორის წყალქვეშა ნავების ბაზირებაც შეიძლება და გადააქციეთ ანაკლია ჩინური ტვირთის გამტარად, მას დაუკარგეთ დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტი.
ანაკლიის პორტის ჩაძირვა რომ გინდოდათ და მიზანმიმართულად ასრულებდით ივანიშვილის დავალებას, მთავარი კონცეფციაზეა აგებული, რომ ამერიკას შავ ზღვაში რა უნდა, ივანიშვილის თეზისზეა აგებული, რომ ამერიკა არ იყოს ანაკლიაში, უნდა იყოს რუსეთი. რუსეთთან დაკავშირებით თქვენი ეს პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს და გავლენის აგენტის კი არა, გავლენის აგენტია ალტ-ინფო, ფარცხალაძე გავლენის აგენტი კი არ ყოფილა, სამხრეებიანი აგენტი ყოფილა, რომელიც ოფიციალურად დასახელებულ აგენტთან თანამშრომლობს. რომელ დასავლურ ანაკლიაზეა საუბარი, როცა ქვეყნის მთავარი პროკურორი, რომელსაც ღირსებაც კი არ ჰქონია, რომ ომის დროს რუსეთის მოქალაქეობას იღებს. ფოთის პორტის მფლობელს 7 პორტი აქვს რუსეთში. შეხმატკბილებულად დაიწყეს თქმა, რომ, აი, ფოთში აშენდება ღრმაწყლოვანი პორტი. სისულელეა. სად არის რატომ არ ფართოვდება ფოთის პორტი? სატყუარა პლაკატებით აპიარებდნენ ფოთის ღრმაწყლოვან პორტს. ტყუილია. ყველაფერი ემსახურებოდა ერთ მიზანს, რომ ანაკლიის პორტი არ განხორციელებულიყო," - ამბობს რომან გოცირიძე.