ყველასთვის თვალნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ გვატყუებდა, მხოლოდ ფოტოს გადასაღებად დადიოდნენ ევროპაში - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს თვალნათელია ყველასთვის, რომ „ქართული ოცნება“ თურმე აღმოჩნდა რუსული ჰიბრიდული დეზინფორმაციის ომის მიერ შექმნილი იარაღი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ანუ ისინი გვატყუებდნენ. ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რასაც ვამბობდით მთელი წლის განმავლობაში, დღეს დადასტურებით ხედავენ,რომ გვატყუებდა „ქართული ოცნება“ ჩვენც, ევროპელებს და მხოლოდ ფოტოს გადასაღებად დადიოდნენ ევროპაში იმიტომ, რომ არც არაფერი რეფორმა არ გაუკეთებიათ და ყველაფერს პირიქით, საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ“- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.