„ქართული ოცნების" ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს და ამ სამარის პირველი ნაწილი უკვე გათხრილია, მაგრამ ზემოდან მიწა უნდა მივაყაროთ, როცა ამ სამარეში მოხვდებიან ეს ადამიანები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობა შეშინებულია და სწრაფ ნაბიჯებს ამიტომ დგამს.
„საქართველომ გამოიარა უმძიმესი დღეები და ახალგაზრდების დამსახურებაა, რომ რუსეთისკენ მიმავალი ეს ქვეყანა შემობრუნდა ისევ ევროპისკენ. ეს არის წარმატება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მაგრამ არ არის საბოლოო გამარჯვება. საბოლოო გამარჯვება ნიშნავს - სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებას, დეოლიგარქიზაციას, მედიათავისუფლებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას და რუსული რეჟიმისგან საქართველოს საბოლოო გათავისუფლებას. „ქართული ოცნების" ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს და ამ სამარის პირველი ნაწილი უკვე გათხრილია, მაგრამ ზემოდან მიწა უნდა მივაყაროთ, როცა ამ სამარეში მოხვდებიან ეს ადამიანები. მე მაინტერესებს როგორ ჩახედავენ საზოგადოებას თვალებში. ბევრი კითხვაა და არ შეიძლება მოდუნება. ახლა პირველი გაფრთხილება მივეცით, მაგრამ ესენი არ გასწორდებიან, ნდობა ნული. ახლა, ჩასვრილები და შეშინებულები არიან და იმიტომ დგამენ სწრაფად ამ ნაბიჯებს, მაგრამ ორ-სამ დღეში შეიძლება თავი ისევ წამოყონ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და აქტიურად ვიმუშაოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.