"არაფერი საერთო აკია ბარბაქაძის განცხადებას არ აქვს საინიციატივო ჯგუფის პოზიციასთან, და მეორე, ვწუხვარ, რომ ამხელა ადამიანს, ამხელა პასუხისმგებლობა როცა გაქვს და ამდენი ადამიანის წინაშე როცა გამოდიხარ, სიტყვა არ უნდა გაგექცეს და უფრო გააზრებული პასუხისმგებლობით აღსავსე განცხადებები უნდა გააკეთო. არაფერი საერთო საინიციატივო ჯგუფის ქმედებებთან არ აქვს." - ასე შეაფასა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აკია ბარბაქაძის გუშინდელ აქციაზე გაკეთებული განცხადება.
"რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, გუშინ იყო უკრაინის სოლიდარობის დღე, ჩვენ ვთქვით, რომ ამას პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ არ გამოიყენებდა. ჩვენს შემდგომ სამოქმედო გეგმას, აუცილებლად გაგაცნობთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, აკია ბარბაქაძემ უკრაინისადმი სოლიდარობის აქციაზე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ანტიკოლაბორაციონისტური საბჭო, ამ საბჭოში შევა ყველა და ორშაბათიდან ხელისუფლების დასასრულებლად აქციები დაიწყება.