შანსი არაა მომავალში „ოცნებამ“ რაიმე ტიპის არჩევნები მოიგოს - როგორც კომუნისტური პარტია გაპარტახდა, ისე მოუვა „ოცნებასაც“- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მძიმე დღეშია. ის ხვდება, რომ მორალური საწყისი „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა. შანსი არაა „ქართულმა ოცნებამ“ რაიმე ტიპის არჩევნები მოიგოს მომავალში. როგორც კომუნისტური პარტია გაპარტახდა და განადგურდა და განულდა, ასე მოუვა „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ რუსეთთან დაკავშირებული ნებისმიერი ძალა საქართველოში არის ნულის ტოლფასი“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.