"დღეს, 23 აპრილს, 16:00-ზე მაქვს სასამართლო. არ ველოდები სამართალს, ეს არის ივანიშვილის პირადი სცენა, სადაც მოსამართლეები მისი მსახურები არიან. მათი მიზანია დანერგონ შიში. შიშით უნდათ მართონ ქვეყანა. მაგრამ უკვე გვიანია, საქართველოს ვეღარ დააჩოქებთ!" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ. ვიცი, რომ ჩემს გვერდით არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი. ეს არ არის ჩემი პირადი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნისთვის და ვინც ამ ბრძოლაში დგას, ის უსამართლობას არ ეგუება. მათ დაავიწყდათ მთავარი, თავისუფალი ადამიანი არ უშინდება უსამართლობას - ის ებრძვის მას.

მე ვიცი რისთვის ვიბრძვი. საქართველო აუცილებლად იქნება ქვეყანა, სადაც სასამართლო და პოლიცია ემსახურება ხალხს და არა ოლიგარქს; სადაც, ახალგაზრდებს არ უწევთ სამშობლოს დატოვება, რჩებიან და აშენებენ საკუთარ ქვეყანას; სადაც, კანონი იცავს მოქალაქეს და არა რეჟიმს.

საქართველო იქნება თავისუფალი, ევროპული, დაცული და ღირსეული ქვეყანა იმიტომ რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ!" -  წერს გიორგი ვაშაძე "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წარუდგინა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.