საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ დეზინფორმაციის გამავრცელებელი უწოდა.

მისი თქმით, ზელენსკი პირდაპირ ასრულებს "დიფ სტეიტის" დავალებას და მას "რუსებზე ქვეყნის ჩამბარებელს" უწოდებს.

"აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის, ეს ვოვას პროექტი მასხარა, პირდაპირ ასრულებს დიფ სთეითის დავალებას, ისევე როგორც რუსეთის. ეს რუსებზე ქვეყნის ჩამბარებელი, იცლის და ჩვენზე საუბრობს ტრუბუნიდან, რომელიც უნდა გამოიყენოს საკუთარი ქვეყნის სასიკეთოდ. რას ვიზამთ, ვერ და არ შედგა მასხარადან მსოფლიო პოლიტიკოსი, ისევ ხრეშჩატიკზე, რესტორან პერვაკში, 100 დოლარიან ჩაკუჭული ბიჭად მახსოვს, კლოუნობისთვის",- წერს გიორგი გამსახურდია.

შეგახსენებთ: გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: „ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება, ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, მოლდოვაც დაკარგოს“.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთზე დამოკიდებულია.

„მსოფლიოს პასუხი კვლავ არ არის საკმარისი. ჩვენ ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება. საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე და მრავალი წელია, ბელარუსი ასევე მიიწევს რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. ევროპა ვერ მისცემს თავს მოლდოვის დაკარგვის უფლებასაც. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, თუ როგორ დააიგნორა მსოფლიომ რუსეთის თავდასხმის შემდეგ საქართველოს დახმარების საჭიროება და როგორ იქნა გაშვებული ეს მომენტი ბელარუსთან, და როგორ არ უნდა დაიკარგოს მოლდოვა. ევროპისთვის მოლდოვის სტაბილურობის მხარდაჭერა არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს, თუმცა უმისობა გაცილებით ძვირი დაუჯდება.

სწორედ ამიტომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს მოლდოვას ახლა, დაფინანსებით, ენერგეტიკის მხარდაჭერით, და არამხოლოდ ომებში ან პოლიტიკური ჟესტებით. არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანებისა და ერების უფლებების დაცვა რეგიონებში, სადაც ეს უფლებები საფრთხის ქვეშაა. გაერო-ს ქარტია და ადამიანის უფლებათა დაცვის უნივერსალური დეკლარაცია ყველგან უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.