გიორგი გამსახურდია, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელის, კაშ პატელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ "დიფ სთიეთის" მოქმედი პირები, FBI-ს და სახელმწიფო სააგენტოებს პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ.
მისივე თქმით, "ნაცებს" და ფსევდო-ლიბერალებს რომ ჰკითხო, "დიფ სთეითი" არ არსებობს, მას ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები არიან მართლები.
"ნაცებს, ათასი ჯურის ფსევდო-ლიბერალებს, გათხოვილ კაცებს და ცოლიან ქალებს რომ კითხო, "დიფ სთეითი" არ არსებობს. ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ თურმე და ხატია დეკანოიძეა მართალი, სალომე ზურაბიშვილი და ის კიდევ, ცოლიანი ჟურნალისტი მზია." - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.
ცნობისათვის:
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი კეშ პატელი ირწმუნება, რომ „დიფ სთეითის“ მოქმედი პირები FBI-ისა და სახელმწიფო სააგენტოებს პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ.
პატელი „დიფ სთეითის“ პოლიტიკური აქტორების გამოაშკარავების პირობას დებს და აცხადებს, რომ კორუფციის გზით ინტერესების გატარების საკმარის მტკიცებულებებს მიაკვლიეს.
პატელი ამბობს, რომ ამერიკელები „დიფ სთეითის“ ქმედებების კონკრეტულ მტკიცებულებებს იხილავენ.
„დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა გადამალეს და დამარხეს დასაბუთებული საკუთარი კორუფციული სქემები, რადგან საკმარისად ამპარტავნები იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ ამას ვერავინ იპოვიდა. მათ ეგონათ, დონალდ ტრამპი არასდროს გახდებოდა პრეზიდენტი და ვერასდროს დანიშნავდა კაბინეტს, რომელიც საფუძვლიანად გამოიძიებდა ამ საკითხს“, - თქვა პატელმა.
ნაცებს, ათასი ჯურის ფსევდო-ლიბერალებს, გათხოვილ კაცებს და ცოლიან ქალებს რომ კითხო, "დიფ სთეითი" არ არსებობს. ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ თურმე და ხატია დეკანოიძეა მართალი, სალომე ზურაბიშვილი და ის კიდევ, პილიციაზე მოძალადე, ცოლიანი ჟურნალისტი მზია. pic.twitter.com/q4bHhxTw97
— George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) August 15, 2025