" რა ვერ შეიგნეს ამათმა დამკვეთებმა, რომ მორჩა ამათი კონცერტი და მიშას თავში მოხარშული რევოლუციური სცენარები რომ უკვე ისტორიის ნაწილია? "- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
"რატომ აქვს ამ ერთ მუჭა, ობსესიური აშლილობის მქონე ხალხს, ქვეყნის მთავარი გამზირის გადაკეტვის და ხალხისთვის დისკომფორტის მინიჭების უფლება? თან, აგრესიული გამონათქვამების და უხამსი სიტყვების გამოთქმის ფონზე? ან, რა ვერ შეიგნეს ამათმა დამკვეთებმა, რომ მორჩა ამათი კონცერტი და მიშას თავში მოხარშული რევოლუციური სცენარები რომ უკვე ისტორიის ნაწილია? ეს თავნებობა და ამათი ბოგინი, დამიჯერეთ ხალხში უფრო მეტ აგრესიას იწვევს. შესაბამისად ამ ხალხს, სახელმწიფო შესაბამისი ენით უნდა ელაპარაკოს.
რა თქმა უნდა, არა სახურავებზე გვამების შემოწყობის ენით და იმ სისასტიკით, რასაც ამათი პოლიტიკური მენტორები სჩადიოდნენ წლები"- წერს გიორგი გამსახურდია.