"ზუსტად ტრამპის ადმინისტრაცია იქნება, რომ დაგმარხავთ თქვენ და სრულიად ლიბერალურ ფაშიზმს პოლიტიკურად"- ასე მიმართავს გიორგი გამსახურდია ოპოზიციურ პარტიებს.
"თავიდანვე იცოდა, ჩვენმა ე.წ ოპოზიციამ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი პოლიტიკა, მათთან თავსებადობაში არ და ვერ იყო. მაგრამ მაინც გაიკრეს ჯიბეზე ხელი და ჩაქანდნენ ინაუგურაციაზე. იქ კი ყველამ ვნახეთ მაგათი სამარცხვინო მდგომარეობა, კერძოდ ხაზარაძის და ჯაფარიძის, ასევე მავნებელი ქალის სალომეს პერფორმანსები. მოკლედ იქ უკვე აშკარა იყო ამათდამი აუტანლობა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. ვწერდი მე მაგას რომ ყველა ინფორმაცია, წვრილად გადაეცა იმ კარგ კაცს-თქო მაგრამ, არ ეჯერათ.
ეხლა უკვე დაიწყეს ბულინგი და ლანძღვა ტრამპის გუნდის, ჯერ სოროსელი ნოდია ააყეფეს და რადიო თავისუფლება, ასევე კიდევ სხვა თავიანთი რუპორები. ზუსტად ტრამპის ადმინისტრაცია იქნება, რომ დაგმარხავთ თქვენ და სრულიად ლიბერალურ ფაშიზმს პოლიტიკურად. მე კიდევ მიხარია რომ მაგაში ჩემი წვლილი შევიტანე და აწიც რომ შევიტან", - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.