გიორგი გამსახურდია პარტია „დროას“ წარმომადგენლის მარიკა მიქიაშვილის შესახებ პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს და მიქიაშვილის ძველს სტატუსებს ურთავს, სადაც ის დონალდ ტრამპზე და ილონ მასკზე უარყოფითად წერს.
მისი თქმით, ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე მიქიაშვილი ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება და ავიწყდება, რომ ყველაფერს ინახავს არქივი. მისივე თქმით, აზრი არ აქვს მარიკა მიქიაშვილის ახლანდელ უსუსურ აქტივობას, რადგან ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ოპოზიციას.
„ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ეხლა პრო-ამერიკელად გვევლინება. ამ უსახურ და უმგვანო არსებას, ასევე მის თანამოაზრეებს ავიწყდებათ რომ ყველაფერს ინახავს არქივი. აზრი არ აქვს მის ახლანდელ უსუსურ აქტივობას. ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ!“ - წერს გიორგი გამსახურდია.
ვინმე ნაც-აქტივისტკა,მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ეხლა პრო-ამერიკელად გვევლინება.ამ უსახურ და უმგვანო არსებას,ასევე მის თანამოაზრებს ავიწყდებათ რომ ყველაფერს ინახავს არქივი.აზრი არ აქვს მის ეხლანდელ უსუსურ აქტივობას.ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ! pic.twitter.com/K2rqSnn9Fs
— George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) February 6, 2025