სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა იქ გახლდათ. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ვინმე ლაზარე გრიგორიადისის მსგავსი ფაქტი, მათ ქვეყნებში რომ მომხდარიყო, იქნებოდა უმკაცრესი რეაგირება და ვერავინ ვერ გაბედავდა მის შეწყალებასო, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
„რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა კი მითხრეს, მაგას იქვე, ჰოლანდიური ყველივით გავხდიდითო. ვინ გამოგყავთ გმირად, თქვე მართლა სექტავ #ენმ? თუ რა გინდათ, თქვენი მკვლელობები და ჯალათობები ამით გააპრავოთ? მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია“, - წერს გამსახურდია.