„ნაციონალური მოძრაობა" თავისი სატელიტებით, არის სრულიად ანტი-ეროვნული,- ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
„ერთი, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა, თავისი სატელიტებით, არის სრულიად ანტი-ეროვნული. ყველა საერთო ეროვნულ ინტერესებს და ღირებულებებს მოკლებული, ეს არის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". სამწუხაროა, რომ ეს სახელი მათ ჰქვიათ. ნაციონალურობაზე მათ, არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ, ეს მათთვის ყველანაირად უცხოა და არარეალური“,- წერს გიორგი გამსახურდია.