მას პროტესტს არ დავარქმევდი. ცოტა გაცდენილია პროტესტის საზღვრებს და ფორმებს. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ხელწერა, რომელსაც აქვს ერთი კონკრეტული მიზანი - არეულობა, დესტაბილიზაცია, სისხლისღვრა - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის კანონის განხილვის პროცესის პარალელურად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, აქციები, რომლებიც იმართებოდა, პროტესტის საზღვრებს გასცდა და კონკრეტული მიზანი ჰქონდა - არეულობა და სისხლისღვრა, თუმცა ძალოვანმა უწყებებმა ეს ჩანასახშივე აღმოფხვრეს.
„ამას პროტესტს არ დავარქმევდი. ცოტა გაცდენილია პროტესტის საზღვრებს და ფორმებს. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ხელწერა, რომელსაც აქვს ერთი კონკრეტული მიზანი - არეულობა, დესტაბილიზაცია, სისხლისღვრა. ეს გააჟღერა დევი ჭანკოტაძემ, სტაჟიანმა გადატრიალების მონაწილემ, პუტჩისტმა, ასე დავარქმევდი. ეს ადამიანი იმ წლებიდან ვერ გამოვიდა, როდესაც რუსული შენაერთების დაკვეთით, ამიერკავკასიის ოლქის შენაერთებთან ერთად, კრემლის პირდაპირი დაკვეთით სისხლის კალო დაატრიალეს რუსთაველზე, ქვეყანა გახვიეს სამოქალაქო დაპირისპირებაში, შემდეგ ბალტინის ფლოტს შემოუძღვნენ სამეგრელოში, მოახდინეს ოკუპაცია იმ რუსეთთან ერთად, რომელზეც ჩვენ გველაპარაკებიან. ეს არ იყო პროტესტი, უბრალოდ ძალოვანი უწყებების კოორდინირებულმა საქმიანობამ და მათი ხელმძღვანელობის პროფესიონალიზმმა ჩანასახშივე აღმოფხვრა [არეულობა] და იგივე თანმიმდევრობით შემდეგი მათი ე.წ. საპროტესტო აქციებიც განიცდიან კრახს“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.