პუტჩისტმა დევი ჭანკოტაძემ, „ექსპერტმა“ ბარბაქაძემ, კრიმინალმა ჟორიკამ და ა.შ. ჯეროვანი პასუხი რომ არ მიიღეს კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო, იმიტომ არიან დიდ გულზე,- ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
„სტაჟიანი პუტჩისტია მეზარბაზნე დევი. ამ სუბიექტმა, ვინმე "ექსპერტმა" ბარბაქაძემ, კრიმინალმა ჟორიკამ და ა.შ ჯეროვანი პასუხი რომ არ მიიღეს რუსთაველზე დაღვირილი ძმათა სისხლის გამო, კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო რუსულ შენართებთან ერთად, იმიტომ არიან დიდ გულზე და იმოძღვრებიან კიდევაც. დაასრულეთ ეს ხალხი, ეს წარსულის მუმიები. ვისაც ეხელმწიფება იმ ხალხმა და ვისაც მართლა ნდობა გაქვთ ხალხის. ამათთან წესიერი პოლიტიკური დიალოგი, რასაც ოცნების პოლიტგუნდი აწარმოებს არ ჭრის. ამათ ზუსტად ვიცი რაც უნდათ....“- წერს გიორგი გამსახურდია.
ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ პარლამენტის სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ მიმართა: ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი - ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ძალიან ცუდად დამთავრდება