„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ დაანონსებულ აქციას მისი პარტია შეუერთდება.
„საპროტესტო აქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გამყარდეს და ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, როგორც ვიყავით აქამდე. ასევე, ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. წერტილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.