პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მაგიდაზე განსახილველად აუცილებლად უნდა იყოს.
„ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით. ასე მარტივად არ ხდება, მისი ნებაც გასათვალისწინებელია. არ ვიცი, მას უნდა თუ არ უნდა, მაგრამ [ოპოზიციაში] ამ იდეაზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია.
საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ზუსტად წელიწად-ნახევარში როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მთავარი ესაა. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა“, - განაცხადა „პალიტრანიუსთან“ გიორგი გახარიამ.