„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. უპირველესად, რაც მე მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე." - ამის შესახებ "გახარია - საქართველოსთვის"ლიდერმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
"უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თქვენ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია, ყველამ ხმა უნდა მივცეთ და მეც ასე მოვიქეცი, ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.