პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.
"კარგია, რომ როგორც იქნა ივანიშვილმა მოახერხა ჩრდილიდან გამოსვლა.
თავის მართლება იყო სუსტი.
გამოწვევა მიღებულია.
ყველას გილოცავთ ახალ წელს!" - წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, დღეს პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს.
სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა: რისი გათვლაც არ შემეძლო იყო გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა
Good to see Ivanishvili finally managed to come out of his hiding. Excuses were weak. Challenge accepted. Happy New Year!
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) December 30, 2023