„სპეკულაციები, რომლებიც შეეხება ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით სასკოლო ინფრასტრუქტურას, მგონია, რომ არ არის თქვენი ძლიერი მხარე“, - ასე უპასუხა განათლებისა მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციას.

დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ მასშტაბურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც 800 საჯარო სკოლისა და 885 ბაღის  მშენებლობასა და რეაბილიტაციას გულისხმობს.

 „გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებსაც როგორც ჩანს, არ ახსოვთ რა ხდებოდა წინა წლებში. მაგალითისთვის 2009-2013 წლებში აშენდა და რეაბილიტირდა 16 სკოლა.  საუბრობენ დროზე, როდესაც წლების განმავლობაში სკოლა საერთოდ არ შენდებოდა. მეტიც, სკოლებიდან და ბაგა-ბაღებიდან  ბავშვები რომ გამოჰყავდათ, რეაბილიტაციის გამო კი არ გამოჰყავდათ, შემდეგ ბავშვები რომ ბრუნდებოდნენ, ამ სკოლებისა და ბაგა-ბაღების ადგილას გახსნილი ხვდებოდათ სხვა დაწესებულებები. ჩვენ უკვე დავიწყეთ 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობა და მხოლოდ გასული ორი წლის განმავლობაში 200-მდე სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

მისი თქმით, სკოლების და ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია და მშენებლობა ეხება ფაქტობრივად ყველა ოჯახს საქართველოში. მისივე განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც მასწავლებლების ხელფასების ზრდასა და დირექტორების დანიშვნის საკითხს ითვალისწინებს.