საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩთან ანდრე იოჰანეს გროენვალდთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. პარლამენტის წევრმა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, განათლების სფეროსა და ინოვაციებში სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებას. დაიგეგმა უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის განსახორციელებელი ღონისძიებები.
„30 წელი გავიდა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, ასევე სამხრეთ აფრიკის როლი მსოფლიო უსაფრთხოებასა და მშვიდობაში.
ელჩს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადეთ და თავის სამომავლო საქმიანობაში წარმატებები ვუსურვეთ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.