არ ვიცი, რა ჰქვია, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, ის პირიქით, ხელს უშლის ერთობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა ნიკა მელიას ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „პარტიაში შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს“.
მისი თქმით, ადამიანი როდესაც თვალს გადაავლებს შემოთავაზებას, რომლის შემოთავაზებაც თითქოს დასწრება იყო, იქ ერთობისას ვერაფერს დაინახავს.
„ძალიან ღრმა შეფასებებში არ შევალ. ერთ რამეს ვიტყვი. მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც სთავაზობენ ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაცაზე გულდაწყვეტილია, გულნატკენია და ასე შემდეგ, ეს არის ერთობის რეალური პრინციპები, ყველა პრინციპი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ დასწრების დოკუმენტში. არ ვიცი, რა ჰქვია, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, პირიქით, ხელს უშლის ერთობას და ადამიანები ითხოვენ, გაუქმდეს პარტია და შემდეგ თავიდან ააწყოს ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა. იქნება დოკუმენტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოქვეყნდება და ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ერთობაში უნდა იყოს ჩართული, ყველა ადამიანს ველოდებით ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
უარი უთხარით არაფორმალურ მმართველობას, გააღეთ პარტიის კარი; - არა იმისთვის, რომ ხალხი წავიდეს, არამედ იმისთვის, რომ თანამებრძოლები დაბრუნდნენ და ახლები მოვიდნენ მოძრაობაში. - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს და სოციალურ ქსელში შემოთავაზებული ინიციატივის გაზიარებისკენ მოუწოდებს.