„სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი განცხადება პირდაპირ მეტყველებს ერთ რამეზე, აქ რომ ხან დარბაზში, ხან დარბაზს გარეთ და ხან კომენტარებში რომ იძახიან, რომ თურმე აკლიათ რაღაცა მტკიცებულებები, ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდა, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი უმრავლესობის წარმომადგენელი არ თვლის აშშ-ს ჩვენს მთავარ პარტნიორად, თუ თვლის მთავარ პარტნიორად, მაშინ ამაზე მეტი მტკიცებულებები არ გჭირდება." - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ ეს პროცესი არ შეჩერდება, ეს არ უნდა უხაროდეს არცერთ ქართველს და არ მიხარია მეც, რომ ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქის დასანქცირება მოხდეს, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს, ეს უნდა გავიაროთ, უნდა დასანქცირდეს ყველა დასასანქცირებელი პირი და მთავარი დასასანქცირებელი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავიდან ბოლომდე ჩამოანგრია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსი და ქმედება, რომელიც ქმედებაც დარწმუნებული ვარ იქნება ამ ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, ბოლომდე მიიყვანს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის პროცესს.“- ასე გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველს ვიცე-პრეზიდენტს/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა..
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის 19 სექტემბერს ცვლილება შეიტანა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით"
"როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ - ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.
ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა
ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე