„ძალიან მარტივი მოლოდინია საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც აწყობს „ქართულ ოცნებას“, ეს იქნება დათანხმება თუ უარი. ეს არის გამომდინარე იქიდან, რამდენად აწყობს ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას „ რუსულ ოცნებას“ ქართულ ოცნებად“ წოდებული. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
"რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი პოზიცია არის მყარი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას, ჩვენ არ შევდივართ დარბაზში თუ ეს პარლამენტამდე მოვიდა და არ მივიღებთ იმ ფარსში და იმ რუსულ გეგმაში მონაწილეობას ,რომელიც დაგეგმა ბიძინა ივანიშვილმა და რა თქმა უნდა ამას მოვუწოდებთ სხვა დანარჩენ ოპოზიციასაც,რომ არ მივიღოთ მონაწილეობა იმ თამაშებში,რომელი თამაშებიც მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის, სასამართლო, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.