„კახეთში წელს მინიმუმ 50 პროცენტი ოჯახებისა ფაქტობრივად რთველს ვერ ჩაატარებს, განადგურებულია მთლიანად მოსავალი, რაც განაპირობა უხვმა ნალექმა. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ის თანხა, რომელიც გამოყოფილია ისევ, რა თქმა უნდა, სუბსიდირებისთვის 50 მლნ ლარი, მოხმარდეს, რა თქმა უნდა, დაზარალებულ მოსახლეობას, რომ შხამ ქიმიკატებისთვის აღებული ვალი მაინც გაისტუმრონ.“ - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
„კახეთში აქტიურ ფაზაში შევა რთველი, რაც კახეთისთვის და არა მარტო კახეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანად კახელი გლეხი და კახეთის მოსახლეობა დამოკიდებულია ზუსტად თუ როგორ ჩაივლის, მაგრამ მინდა გაცნობოთ სამწუხარო რამე, რაც კარგად ცნობილია ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის, ისე ცენტრალური ხელისუფლებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ კახეთში წელს მინიმუმ 50 პროცენტი ოჯახებისა ფაქტობრივად რთველს ვერ ჩაატარებს, განადგურებულია მთლიანად მოსავალი, რაც განაპირობა უხვმა ნალექმა.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან ვერ იქნება არგუმენტი, ვთქვათ რატომ არ ჰქონდა გლეხს დაზღვეული ვენახი, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირობები არ არის შეტანილი სადაზღვევო საქმიანობაში. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ის თანხა, რომელიც გამოყოფილია ისევ, რა თქმა უნდა, სუბსიდირებისთვის 50 მლნ ლარი და ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და პრემიერ-მინისტრმა გვაცნობა, რომ კახეთში რთვლისთვის გამოყოფილია 50მლნ ლარი, უნდა მოხმარდეს, რა თქმა უნდა, იმ დაზარალებულ მოსახლეობას და ინიციატივა ითვალისწინებს შემდეგ რამეს - თქვენ ხელისუფლების წარმომადგენლებო კარგად გაქვთ ინფორმაცია მაგალითად გასული წელს კონკრეტული ოჯახების მხრიდან რა რაოდენობის ყურძნის ჩაბარება მოხდა ამა თუ იმ ქარხანაში, რა რაოდენობის სუბსიდია მიიღო გასულ წელს კონკრეტულმა გლეხმა, სწორედ ამიტომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წელს საერთოდ ვერ მიიღებენ მოსავალს და რჩებიან ყოველგვარი შემოსავლის გარეშე წლის განმავლობაში, ამ ადამიანებისთვის შარშანდელი რეესტრების მიხედვით და ეს ძალიან მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ და ეს უზრუნველყოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ.
მაგალითად კონკრეტულ გლეხს თუ შარშან ჩაბარებული ჰქონდა 5 ტონა ყურძენი და წელს მთლიანად განადგურებულია მისი მოსავალი, სწორედ ამ 5 ტონის შესაბამისი 20 თეთრი, რომელიც გამოყოფილია სუბსიდირებისთვის, მოხდეს ამის კომპენსირება, რაც რეალურად ამ გასაცოდავებული ადამიანისთვის შეადგენს თუნდაც 1000 ლარს და სწორედ ეს თანხა დაეხმარება ამ გლეხებს იმისთვის, რომ გაისტუმრონ აღებული ვალი შხამ ქიმიკატებთან დაკავშირებით და ეს ყველამ კარგად იცის და ეს იცის სრულიად მოსახლეობამ კახეთის რეგიონში, სადაც 80 პროცენტი მოსახლეობისა დამოკიდებულია სწორედ ვალზე აღებულ თანხებზე, რომელიც გასასტუმრებელი აქვს შხამ ქიმიკატების მაღაზიებში, ამიტომ ამის ორგანიზება, რეგისტრაცია არ გაგიჭირდებათ, ამიტომ მოვითხოვთ გამოიჩინოს ხელისუფლებამ გულისხმიერება და დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ შემოსავლის გარეშე რჩებიან წელს, ასეთი არის მუნიციპალიტეტის მიხედვით, მაგალითად თელავის მუნიციპალიტეტში მინიმუმ 70 პროცენტი მევენახეების, ყვარლის მუნიციპალიტეტში მინიმუმ 60 პროცენტი მევენახე და ა.შ. ამის შემდეგ, ამის რეგისტრაცია ადვილია, ამის რეესტრები არსებობს და თქვენ შეგიძლიათ ეს რამდენიმე დღის ვადაში უზრუნველყოთ ამის რეგისტრაცია, რათა მოხდეს იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც იმ სტიქიამ, რომელი სტიქიის დაზღვევაც ვერ ხდება და ეს არის უხვი ნალექი, გამოიწვია ის კატასტროფა, რომელი კატასტროფის წინაშეც დგას დღეს კახეთის მოსახლეობა.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.