„თითოეული ადამიანის წასვლა „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის გულსატკენი, მაგრამ ბოლო 8-9 თვის განმავლობაში ამ ადამიანებისგან ასეთი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია. ზოგმა 2-ჯერ დატოვა პარტია, კასპის ორგანიზაციამ 4-ჯერ და ეს ერთგვარი პერფორმანსი, რომელიც ახლა აქვთ, დასრულდება 2-3 დღეში.“- ამის შესახებ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
"რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის წასვლა „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის გულსატკენი, მაგრამ ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თუ სად იყოს, ვისთან ერთად იბრძოლოს, რა იდეით იბრძოლოს. რაც შეეხება ამ ადამიანების განცხადებებს, ეს მათგან უკვე არაერთხელ მოგვისმენია, მთელი 8-9-10 თვეა ამ ყველაფერზე საუბრობენ. უკვე შეჯიბრებითობა ჩამოყალიბდა, ზოგმა ორჯერ დატოვა უკვე პარტია, ზოგმა სამჯერ.
მაგალითად, კასპის ორგანიზაციამ უკვე ოთხჯერ დატოვა უკვე პარტია, ერთგვარი პერფორმანსი აქვთ ახლა და ეს პერფორმანსიც დამთავრდება 2-3 დღეში და დასრულდება ეს ყველაფერი და ყველა თავის გზას ნახავს. მთავარი არის ერთი რამე - „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად გაძლიერდეს, მეტი ახალი სახე შეემატოს, მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული, მეტი ინიციატივები იყოს და მთავარი მიზნისკენ გავსწორდეთ - ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენ შიდა ბრძოლებით საერთოდ არ ვართ დაინტერესებულები, მაგრამ ეს ადამიანები თუ არჩევანი აქვთ მათ ასეთი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. რაც შეეხება მანდატებს, ეს ადამიანები თუ ფიქრობენ, რომ ეს მანდატი მას არ ეკუთვნის, ეს გადაწყვეტილება მან თვითონ უნდა მიიღოს, მე ვერავის ვერაფერს ვერ მივუთითებ, ამ ადამიანებს მხოლოდ ერთ რამეს მივუთითებდი, რომ იმ გუნდური და საერთო ბრძოლიდან არ გამოსულიყვნენ, რომელი ბრძოლაც იდეაზეა დამყარებული და ემსახურება ქვეყნის განვითარებას და იმ ხელისუფლების დასრულებას, რომელი ხელისუფლებაც ამდენი წლის განმავლობაში ანგრევს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა