ხელისუფლებას ახლა უნდა გადგეს განზე და თქვას, ხალხი ისეთიც არის, ასეთიც არის და მე წესრიგს უზრუნველვყოფ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გივი უგულავამ განაცხადა.
„29-ში დავსხდეთ და ვნახოთ, ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ დაიცლებიან გამგეობები, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები საბავშვო ბაღში ან სკოლებში მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ ალკოჰოლიკებს რაიონებიდან, როგორ მოაოხრებენ ქალაქს. ჩვენ ხომ ვნახეთ რამდენიმე წლის წინ ეს, მერე სამი დღე ქალაქი სუფთავდებოდა. ხელისუფლებას ახლა უნდა გადგეს განზე და თქვას, ხალხი ისეთიც არის, ასეთიც არის და მე წესრიგს უზრუნველვყოფ. არსებობს ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ეს კანონი არის რუსული მარკერი და ამას აპროტესტებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ, თორემ ამას „ქართული ოცნება“ არჩევნებზეც ნახავს“, – განაცხადა უგულავამ.