ისტორიულად თქვენისთანა მოღალატეებს ებრძვის საქართველო, ხან იგებს, ხან აგებს, მაგრამ ბოლოში მაინც ინელებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და რეჟისორ რობერტ სტურუას მიმართავს.
არა ბატონო [რობიკ], ისტორიულად თქვენისთანა მოღალატეებს ებრძვის საქართველო. ხან იგებს ხან აგებს, მაგრამ თქვენისთანა გენეოლოგიურ მოღალატეებს ბოლოში მაინც ინელებს. ასე მოხდება ახლაც.პ.ს. კი ეტყობა დღევანდელ რუსთაველის თეატრს თქვენი ნიჭიერება. ყველაგან რაღაცა ხდება, თქვენთან კი წითელი ხვრინვა ისმის. სამარცხვინო ხართ. თქვენ რომ მოღალატე არ იყოთ კავკასიურ ცარცის წრეში მოქცეულ ქვეყანას ხელს გაუშვებდით ევროპისკენ. თქვენ კი რუსულ საფლავში მიექანებით და ექაჩებით საქართველოს#არარუსულკანონს