ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უფრო მეტს საუბრობენ თანამშრომლობაზე, ურთიერთობების გაღრმავებაზე, წევრობაზე, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„თვალყურს ვადევნებდი ნატოს გენერალური მდივნის ირგვლივ დისკუსიას და ვიზიტის განხილვას. გაცილებით უფრო თავშეკავებული რეაქციებია საქართველოს ხელისუფლებაში, ისინი უფრო მეტს ლაპარაკობენ ურთიერთობების გაღრმავებაზე, თანამშრომლობაზე, წევრობაზე, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს იმიტომაა, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს? - ხომ ვიცით, რომ ამ პოლიტიკას შედეგი არ მოაქვს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.