არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც დასავლური დღის წესრიგი აქვს. ეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალიან რთულია. გააჩნია, თანამშრომლობის ხარისხს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც დასავლური დღის წესრიგი აქვს. ეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალიან რთულია. გააჩნია, თანამშრომლობის ხარისხს. „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, ვინ უნდა იყოს მათი ლიდერი და ვისთან ერთად გააგრძელებენ ბრძოლას. მე ვხედავ, რომ გარდაუვალი იქნება სეპარაცია, ნიკა მელიას და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების გამოყოფა. ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი, ალბათ, თავისი პოლიტიკური მიზანი აქვს, რათა უფრო ადვილად მოხდეს განსხვავების დანახვა.
რაღაც პერიოდში ეს ჯგუფი იქნება და ვნახავთ. კოორდინაცია აუცილებელი იქნება, თუ ოპოზიციას ერთად უფრო მეტი ხმა არ ექნა, ბუნებრივია ხელისუფლებას ვერ დაამარცხებს“,- აღნიშნა წერეთელმა.