ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლისა და დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სამძიმართან და გულისტკივილთან ერთად, კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ რა არის ოკუპანტის სახე, როგორ იქცევა ის, რა სურვილი აქვს, როგორ მოქმედებს და კიდევ ერთხელ დავინახეთ ის აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკა, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით.
"გასაგებია, რომ ერთი ხელის მოსმით რუსეთის გეგმები არ შეიცვალოს, მაგრამ თუნდაც ამ კონკრეტულ კირბალთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლებამ იცის რომ დაძაბულობის კერა შეიძლება შეიქმნას. არ იყენებს ადრეული შეტყობინების, მონიტორინგის მექანიზმებებს. ამ პირობებში ვერც მხოლოდ საერთაშორისო მექანიზმებია ეფექტური.
როდესაც ოკუპანტთან ვითარების შესაბამისი კომუნიკაცია არ გაქვს, არა იმგვარი, როდესაც ხედავ შენს მოქალაქეებს იტაცებენ, კლავენ და ამასობაში ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებ ბიზნესზე, ფრენების აღდგენაზე და ამდენი კითხვა უჩნდება პარტნიორებს, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება თითქოს სანქციების თავიდან აცილებაში, ან რუსეთის ამდენი მოქალაქე პრაქტიკულად უკონტროლოდ შემოდის და ა.შ. როდესაც ამას ოკუპანტი ხედავს, რუსეთი ხედავს, რომ მის მოქმედებებს, გაამყაროს ანექსია, ოკუპაციის პროცესი, ოჩამჩირეში ახალი ბაზა გახსნას და კიდევ უფრო დაამძიმოს შექმნილი ვითარება, ამას პრინციპული, მკაფიო პასუხი არ აქვს ხელისუფლების მხრიდან არც საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნითაც, ის ყოველთვის გააგრძელებს თავისი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას". - განაცხადა წერეთელმა.
გიგი წერეთელმა ასევე ისაუბრა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, რომელიც ევროპული საქართველოს ინიციატივით შეიქმნა და ხელისუფლებამ ეს საკითხი გვერდით გადადო, როგორც ბევრი სხვა თემა, იმისთვის რომ "რუსეთი რამეზე არ გაღიზიანდეს".
"რომ არ აღიზიანებ რუსეთს, რამე საპასუხოს იღებ?! ამიტომ ვამბობთ, რომ მთავარი ამოცანა საზოგადოებისთვის, ამ ფაქტის მერეც და ისედაც, როდესაც ევროპულ მომავალსა და სტატუსზე იყო საუბარი, ამ ყველაფერს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც განახორციელებს, მისი დღის წესრიგი იქნება, მას ეს აწუხებს და სურს. მაგრამ როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელსაც ეს ყველაფერი არ უნდა, რაც არ უნდა უძახო და აკრიტიკო, ის მაინც თავისასგააგრძელებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ამიტომ მთავარი საკითხი, ამგვარი მმართველობის დემოკრატიული ცვლილებაა".- განაცხადა წერეთელმა.