ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის იჯარით გადაცემას ეხმაურება.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლება გაუგებარ და მიუღებელ პოლიტიკას აწარმოებს, რასაც ასეთ შედეგებამდე მივყავართ.
"პუტინისთვის ბიჭვინთის ანუ საქართველოს ტერიტორიების გადაცემის საკითხი უკვე წელიწადზე მეტია აქტიური განხილვის და მძაფრი დისკუსიების საგანია თავად აფხაზეთში, თუმცა ჩვენ არ გვინახავს რაიმე მნიშვნელოვანი აქტივობა, საშინაო თუ საგარეო მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან, სადაც პრინციპულად და მკაცრად იქნებოდა გამოხატული პოზიცია. ჩემი აზრით, ეს საკითხი არაერთხელ უნდა დამდგარიყო საერთაშორისო არენაზე როგორც მკაფიო და ნეგატიური მაგალითი რუსეთის ანექსიური პოლიტიკისა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი არალეგიტიმურია და არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, მაინც ძალიან ნეგატიური პრეცედენტია და იმედია, აუცილებლად მოვა ოკუანტებიც და მისი მხარდამჭერებიც ამგვარ დანაშაულზე სათანადო პასუხს აგებენ.
რეალობა ამგვარია, რომ რუსეთთან განგრძობითი დათმობის პოლიტიკას მოაქვს მხოლოდ მეტი ანექსია, მეტი დისკრიმინაცია იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის და მეტი საფრთხე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის".- განაცხადა გიგი წერეთელმა.