„ლელოს“ განცხადებას მეტი დაზუსტება სჭირდება და არა ისე, მხარეებს დიალოგისკენ ზოგადად მოუწოდოს. დიალოგი საჭიროა, მაგრამ მაშინ კონკრეტული გეგმა დადონ და, კი ბატონო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა და განმარტა, რომ ამ პროცესს მეტი მკაფიობა სჭირდება.

„ვფიქრობთ, მეტი მკაფიოობა არის საჭირო, ვისთან რა საკითხებზე, ვისი მედიაციით უნდა იყოს დიალოგი. დღეს, „ოცნების“ მხრიდან დიალოგის გამართვის წინაპირობა ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ ყველა მხარემ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი, რადგან დიალოგი აუცილებლად იქნება – სწორ დროს და სწორი აქტორების ჩართულობით ხალხისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

„ლელოს“ განცხადებას მეტი დაზუსტება სჭირდება და არა ისე, მხარეებს დიალოგისკენ ზოგადად მოუწოდოს. დიალოგი საჭიროა, მაგრამ მაშინ კონკრეტული გეგმა დადონ და კი ბატონო. ამ პროცესს მეტი მკაფიობა სჭირდება. თავიანთ განცხადებას მეტი სიმკვეთრე შესძინონ, შეიძლება, კონკრეტული გეგმა არ არის“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

შეგახსენებთ, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 15 მარტს, პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.