„თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები და მოძალადები პუტინისტები ერთი და იგივე არიან საპატრიარქოსთვის?! - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ბოკერიას თქმით, „ბოროტებისა და სიკეთის, თავისუფლებისა და მონობის გატოლება არის ბოროტება“
„ანუ რა გამოდის ამ განცხადებით, რომ ის მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვინც ჩვენი ქვეყნის თავიუსფლებისთვის ბრძოლისთვის არიან მზად, ეს რწმენა აქვთ და ამიტომ გამოვიდნენ ქუჩაში და პუტინისტი, შავრაზმელები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მტრის ინტერესებს გამოხატავენ, თან ძალადობენ მოქალაქეებზე ერთი და იგივე არიან საპატრიარქოსთვის?! - ამბობს ბოკერია.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, 14 მარტს, საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი - მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი
გუშინ, პარლამენტის წინ, სადაც პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და საქართველოს დროშა ჩამოკიდეს.