„გუშინ განხილული პროექტის უბრალოდ შინაარსი კი არა, რაც შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ დისკუსიის დაწყების ინიცირება, მოტივაცია და სულისკვეთება. ის,რომ ბოლოს ღიად პუტინისტი სპიკერებიც მოიყვანეს, მთლიანად ეს ამბავი კიდევ ერთი მძიმე დასტურია იმის, თუ რა ტიპის პუტინისტური სულისკვეთების კოლაბორაციონისტული რეჟიმი გვაქვს ჩვენ“- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „რუსულ კანონთან“ მიმართებით განხორციელებულ პროცესებს
მისი თქმით, ახლა მაინც არცერთმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა, თუ სამოქალაქო ჯგუფმა აღარ უნდა გაიმეოროს წარსულის შეცდომა და დასაშვებად ჩათვალოს ამ რეჟიმთან რაიმე სახით თანამშრომლობა ,იმის მიუხედავად, რომ ამ კანონზე შემდეგ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, სანამ კედელთან არ მივაყენებთ პოლიტიკურად ამ პოლიტიკურ რეჟიმს.
„უნდა გვქონდეს მკაფიო და თანმიმდევრული გზავნილი, როგორც აქვთ ჩვენი თავისუფლების მტრებს, რომ ამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია საქართველოს წინსვლა და ამ დროს არ არსებობს არანაირი სხვა გზები. ამ რეჟიმის მოშორების გარეშე ჩვენ ვერ წავიწევით წინ, ვერ დავბრუნდებით დასავლურ წიაწში და ვერ ვიქნებით დაცული და თავისუფალი ქვეყანა“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ