„ის ახალგაზრდები, ვისზეც ეს პოლიტიკური არარაობა ასეთი სიძულვილით საუბრობდა, ცილს სწამებდა, იქნება ეს ფრანკლინის კლუბი, თავისუფალი უნივერსიტეტის, თუ სხვა უნივერსიტეტის ახალგაზრდები, ყველანი არიან ამ ქვეყნის მომავალი ყოველგვარი პათეტიზმისა და გადაჭარბების გარეშე.
უამრავი განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდა, თუმცა ფუნდამენტურად თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების მოსურნე და ამ რწმენის მქონე ახალგაზრდები არიან, ხოლო კობახიძე არის იმის სიმბოლო, რასაც უნდა დავემშვიდობოთ და რაც არის საფრთხე. რაც არის ის ჯოჯოხეთი, რომელიც 1921 წლიდან ჩვენს ქვეყანას მოუვიდა და რასაც განასახიერებს ეს რეჟიმი“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას
"ეს არის არჩევანი, ეს ახალგაზრდები, ვისაც თავს ესხმის კობახიძე და თავად კობახიძე და ივანიშვილი. ჩვენ გვქონდა პოსტერები ამათი სახეებით, რომ "ბოროტება სიკეთეა" - ეს არის კობახიძე და „თავისუფლება“ - არიან ის ახალგაზრდები, ვინც ახლა მათი სამიზენია“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.