სჭირდებათ თქვან, რომ უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან ამას ეყრდნობა მათი გზავნილი და ძალაუფლება ქვეყნის შიგნით , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ორი რამ არის აღსანიშნავი კობახიძის კიდე ერთ სამარცხვინო განცხადებასა და შემდეგ, რაც მოვისმინეთ მდინარაძისგან და დანარჩენებისგან გაკეთებულ კომენტარებში:
პირველი, როგორ აღიქვამენ საერთოდ ვითარებას, რადგან ფსიქოანალიზში არსებობს მსგავსი რამ, რომ წამოცდენამ შეიძლება აჩვენოს რეალური განწყობა, ეს კი წამოცდენაც არ არის. ამ ხალხს სჭირდება, რომ ასე დასახოს ვითარება, იმ სამხედრო კრახის ფონზე, რაც რუსულმა სამხედრო მანქანამ განიცადა, როცა კიევთან იყვნენ მისულები, ხოლო იმის შემდეგ უკან იხევენ. მათ სჭირდებათ თქვან, რომ უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან ამას ეყრდნობა მათი გზავნილი და ძალაუფლება ქვეყნის შიგნით ადამიანების შიშსა და ემოციებზე თამაშით.
მეორე, მოლდოვის მაგალითის უტიფრად მოყვანა, როდესაც მოლდოვა კიდევ ერთი მაგალითად ყველასთვის, თუ რამხელა სიცრუეა და მავნებლობაა მთელი ეს ანტიდასავლური ანუ ანტიქართული კამპანია, რომ დასავლეთი თურმე ომს გვთხოვს საქართველოში და ამიტომ გვსჯის, რომ ეს არ გავაკეთეთ. როცა მოლდოვას კანდიდატის სტატუსიც მისცეს, სტრატეგიული პარტნიორობაც გაღრმავებული აშშ-სთან და ყველასთან მის ხელისუფლებას, არავის არ მოუთხოვია მათთვის დნესრისპირეთის ძალით აღება, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული მათი ტერიტორიაა. ესეც მათი უტიფარი სიცრუის მაგალითია”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს“.