„ეს რეჟიმი აგრძელებს და ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ისევ ის ბუნდოვანება, ერთი მხრივ რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და ყველაზე უფრო საზიანო ღალატია, ფუნდამენტურად ანტიდასავლურ, ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა თითქოს ომი უნდა დასავლეთს საქართველოში და ჩვენ უნდა ჩავწვეთ, რაც დამღუპველია ჩვენთვის და მეტ სისხლისღვრას მოიტანს ჩვენთვის თუ არ შევცვალეთ.
მეორე მხრივ, იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც მყარი პროდასავლური შეხედულებები აქვს, მაგრამ სტატუსკვოს უჭერს მხარს, რაღაც ხავსს ტოვებს, თითქოს რაღაც დადებითი მოხსენება იყო და მუშაობენ, მაგრამ ოპოზიცია უშლით ხელს“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს სიცრუეები, რაც წლების განმავლობაში გაუვიდათ, ახლაც გაუვიდეთ, იმიტომ რომ ეს გზა, ვითომ ბალანსი რეალურად არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დაღუპვა. ის, რასაც აკეთებენ დასავლური სამყაროს დემონიზებისთვის არის პირდაპირ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
ეს გამოიხატება ყველა მიმართულებით, იმაში რომ დღეს დასავლეთი გვხედავს პუტინის ბანაკში რითაც არ უნდა ახსნან ეს, ეგ უკვე კატასტროფაა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ საქართველო რჩება დაუცველი, თუ ის იზოლირებულია დასავლეთისგან. ჩვენ გველის 90-იანების ბედი, როდესაც დასუსტებულმა რუსეთმაც კი გადაგვიარა და გენოციდი მოგვიწყო თუ ეს რეჟიმი არ შევცვალეთ და არ ამოვედით ამ ჭაობიდან“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ