მინდა ნახევრად რიტორიკული კითხვა დავუსვა ყველას, ვინც ევროპული საქართველოს არგუმენტებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არ იზიარებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ევროპარლამენტარ მიკ ვოლასის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
მინდა ნახევრად რიტორიკული კითხვა დავუსვა ყველას, ვინც ევროპული საქართველოს არგუმენტებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არ იზიარებს.
ევროპარლამენტის ყველაზე პროპუტინისტური პოლიტიკური პარტია და მისი მთავარი სპიკერი, მიკ ვოლასი:
რომელმაც მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის რეზოლუციას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაგმობის შესახებ;
რომელმაც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების წინააღმდეგ მისცა ხმა;
რომელიც ინიციატორი იყო რუსეთისთვის სანქციების გაუქმების მოთხოვნის ევროპარლამენტში; რომელიც უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება იმ ყალბი არგუმენტით, რომ ეს დანარჩენი ევროპის ომში ჩართვას და მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს;
რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების პასუხად, კამპანიას აწარმოებდა ნატოს გაუქმების მოთხოვნით;რომელიც უკრაინისთვის ფინანსური დახმარების წინააღმდეგ აძლევდა ხმას; რომელიც პუტინის მოკავშირე ვენესუელის და ნიკარაგუის რეჟიმების ღია მხარდამჭერია, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების "დამოუკიდებლობა აღიარა", რომელიც ლიტვის სასამართლოს მიერ რუსეთის ჯაშუშობაში მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ალგიდრას პალეცკისის ღია მხარდამჭერი იყო;
რომელმაც მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები და ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ "მიმდინარე პროპაგანდა" დაგმო; რომელიც ხელისუფლების მიერ უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას მხარს უჭერდა და კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის "ფარისევლურ" კრიტიკას გმობდა,რატომ შეიძლება ასეთი ფიგურა მის თანამოაზრეებთან ერთად, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აქტიური მხარდამჭერი იყოს, საქართველოში ჩამოდიოდეს და ივანიშვილის პროპაგანდისტული ორგანოებიდან გვმოძღვრავდეს, როგორც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი?