"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ევროპულ სივრცეში ისინი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ღია სიმპათიებს გამოხატავენ და ყველა შემთხვევაში მისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას ითხოვენ მხოლოდ ირლანდიის პარლამენტში მყოფი პუტინისტები და ბატონი ორბანი არიან.
„ამ პოზიციაზე არიან ირლანდიის პარლამენტში მყოფი მემარცხენე ექსტრემისტი პუტინისტები, რომლებიც ანტიდასავლური, უკრაინის საწინააღმდეგო პოზიციით გამოირჩევიან და ორბანი, რომელიც ბოლო წლებში ასევე გამოირჩევა პუტინის რუსეთთან დაახლოებული პოზიციებით, მათ შორის, ნატოს გაფართოებაზე.
სამწუხაროდ მას ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საწინააღმდეგო პოზიცია და ასეთი ხალხი რომ საქმეს იჭერს ამ რეჟიმთან, ეგეც ნიშანდობლივია.
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ამბავია, თუნდაც ასეთ ხალხთან შეხვედრისას რა არის ამ რეჟიმის გზავნილი - იმის ნაცვლად, რომ ასეთ შეხვედრას იყენებდეს ნატოში გაწევრიანების ლობირებისთვისა და რუსეთის წინააღმდეგ პოზიციის გამკაცრებისთვის, უბრალოდ ერთ ხმაში უყვავებენ იმ პოზიციას, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა“ - თქვა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მეუღლესთან ერთად ეწვია