ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიამ ადამიანთა დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყოს.
„როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს პრობლემა საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმის პირობებში განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს საშუალო ან გრძელვადიან პერსეპქტივაში.
მისი თქმით, თუ გყავს ხელისუფლება, რომელიც ღიად უპირისპირდება დასავლელ პარტნიორებთან და პარალელურად მისივე პოლიტიკის შედეგად არსებობს დიდი ნაკადი, რომელიც იძულებულია დატოვოს ქვეყანა, ისეთი კომბინაციაა, რომელმაც შეიძლება მომავალში საფრთხე შეუქმნას საქართველოს.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლების ცვლილება მოხდება მანამ, სანამ ეს ზიანი კიდევ უფრო გაღრმავდება და ევროკავშირში საქართველოსთვის ასეთ საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
აქვე, ჩვენს მოქალაქეებს უნდა შევახსენო, იმან, რომ ჯერ არ დამდგარა კონკრეტული შედეგი და ფასი არ გადაგვიხდია, არ უნდა მოგვატყუოს და არ დაგვანახოს ხიფათი, რომელიც მოგველის თუ ეს პროცესები გაღრმავდა.
ვგულისხმობ იმ ვითარებას, როდესაც მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და ტოვებენ არალეგალურად ქვეყანას, ხოლო ამ დროს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირთან საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად საჯარო უპირისპირდება. რითაც იზოლაციაში გვახვედრებს და მარტოებს გვტოვებს ჩვენი საფრთხეების წინაშე“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ