ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც დასავლეთისგან იზოლაციაში გვაქცევს და პირისპირ, მარტოებს გვტოვებს რუსეთთან,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს მიერ რუსეთის დიქტატურად გამოცხადებას გამოეხმაურა.
„ბოლო დღეებში საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი „ჰოლოდომორიც“ აღიარდა გენოციდად, რომლის მემკვიდრეც არის დღევანდელი რუსეთი. ასეთ დროს კი ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მორალური და პრაგმატული თვალსაზრისით წინ წაწევდა.
არ გვყავს მთავრობა, რომელიც მაგალითად 90-იანებში საქართველოში რუსების მიერ ქართველთა გენოციდს ან 2008 წლის აგრესიის შედეგად განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას დააყენებდა საკითხად. ამ ყველაფრის ნაცვლად, ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც დასავლეთისგან იზოლაციაში გვაქცევს და პირისპირ, მარტოებს გვტოვებს რუსეთთან,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.