ტრაგედიაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით ლიდერია ოპოზიციურ სპექტრში - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ეს პოლიტიკური ძალა წლებია დაადგა გზას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობასთან. რასაც ახლა ვაკვირდები, ამ პოლიტიკური ძალის ყველა ფრთა შინაარსისგან მთლიანად დაცლილია. არცერთი სიტყვით არ ჩანს, რაზეა დავა, რა გზაზე ან შეხედულებაზე? - დავაა უბრალოდ ბრენდის დასაკუთრებაზე, იმის გამოყენებით, ვინ უფრო ლოიალურია სააკაშვილის მიმართ, თან ძალიან მძიმე ფორმებით, ვირეშმაკული ფანატიზმის გამოყენებით. მთავარი ლიდერი, რომელიც დღეს პოლიტპატიმარია, ყოველთვის მართალია, რასაც არ უნდა აკეთებდეს და ეს არის კატასტროფა, რაც ამ პოლიტიკურ ძალაში მოხდა. ისაა ტრაგედია, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის ჯერჯერობით ლიდერი ამ ბრენდის გამო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.